Skip to content

მთავარი გვერდი

ამ საიტზე მოცემულია საგნისთვის საჭირო ყველა რესურსი და ინფორმაცია. გვერდები დალაგებულია როგორც თემატურად, ასევე ქრონოლოგიურად. ყოველი კვირის შეხვედრის შემდეგ აუცილებელია გაეცნო შესაბამისი კვირის მოკლე შეჯამებას, სადაც ახსნილი მასალის გარდა დართული იქნება რელევანტური ინფორმაცია, და იმ კვირას ლექცია/სემინარზე გაკეთებული განცხადებები.

ფინალური გამოცდა: 11 თებერვალი (იხ. გამოცდების ცხრილში)

ინფორმაცია გამოცდისთვის

განახლებული მასალა

რამდენიმე შემთხვევაში ვერ მოვასწარი სემინარზე ან ლექციაზე ახსნილი და განხილული მასალის ან მასალის ნაწილისთვის note-ების ატვირთვა, და ახლა ვამატებ. კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, რომ ეს არ არის ახალი მასალა, უბრალოდ გამეორებაში და დამახსოვრებაში დასახმარებელი ჩანიშვნები. ამ რესურსებს ეტაპობრივად ავტვირთავ (და როდესაც დავასრულებ, კლასრუმზე დავპოსტავ). ქვემოთ მოცემულია რა განვაახლე და როდის:

  • 15 იანვარი
    • სემინარი 4 კარელის სავარჯიშოები - მიმატების ამოცანა
  • 31 იანვარი
    • "გამოცდისთვის მომზადებაში" ცალკე დავამატე სამეცადინო მასალა
    • ლექცია 13.1 - აპლიკაციების კომპონენტები
    • კითხვების საიტზე დავამატე 2021 წლის შემოდგომის გამოცდის და გადაბარების კითხვები

აუცილებელია იცოდეთ

წინა სემესტრებში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მიმტკიცებდნენ, რომ კითხვა ორაზროვანი იყო და მათი პასუხი ვალიდური. ყველა კითხვას სამპარაგრაფიან დაზუსტებას ვერ დავურთავ, და ამ დეტალებზე დავის დრო და ენერგია არ მაქვს, ამიტომ ყველა ასეთი შემთხვევა ჩაწერილი მაქვს და გაწვდით დაზუსტებებს წინასწარ.

  • თუ სხვანაირად მითითებული არ არის, კარელის და ხატვის კოდის სავარჯიშოებში იგულისხმეთ, რომ არის სტანდარტული გარემო
    • ხანის აკადემია: კანვასის ზომა არის 400x400
    • კარელი: საწყისი პოზიცია არის როგორც codehs და სემინარის სავარჯიშოებში: კარელი მუშაობას იწყებს 1x1 უჯრაზე, იყურება აღმოსავლეთ მიმართულებით
    • კარელი: კარელის სავარჯიშოებში სამყაროს ზომას მნიშვნელობა არ აქვს, და იგულისხმე რომ არ არსებობს კედელი ან რამე წინაღობა.
  • პასუხებში, "არცერთი პასუხი არ არის სწორი"-ში არასდროს იგულისხმება სინტაქსური შეცდომა კოდში (არასწორი ფუნქციის/ცვლადის სახელი, გამორჩენილი წერტილ-მძიმე). გამოყენებული ფუნქციები იგულისხმეთ რომ იმპლემენტირებულია
  • კარელის კონვენციები (ტერმინების დაწერისას რა იგულისხმება)
    • კოორდინატები მოცემულია სტანდარტული პრინციპით: axb სადაც a არის y ღერძი და b არის x ღერძი. მაგალითისთვის, სტანდარტული საწყისი პოზიციიდან 1x1 აღმოსავლეთით, თუ გამოვიძახებთ move()-ს
    • აღმოსავლეთ/დასავლეთ/ჩრდილოეთ/სამხრეთ მიმართულებაში იგულისხმება კარელის მიმართულება და არა მდებარეობა
    • აუცილებელი არაა ფუნქციას start ერქვას ან კოდი ფუნქციაში იყოს ჩაწერილი. კოდი თუ წერია, იგულისხმე რომ გაეშვება
    • მუშაობის დასრულება ნიშნავს მუშაობის დასრულებას. ერორის გარეშე. ანუ კარელი არ შეეჯახება კედელს, და არ იქნება "ამ უჯრაზე ბურთი არ არსებობს" ერორი.

გამოცდის საკითხების განხილვა

  • გამოცდის შემდეგ საკითხებს გამოვაქვეყნებ და დავლინკავ ამ გვერდზე
  • გამოცდის შესახებ ინდივიდუალურ მეილებს არ ვპასუხობ. ორშაბათს, 13 თებერვალს, 20:00-ზე იქნება ონლაინ შეხვედრა ამ ყველაფრის განსახილველად. შეხვედრის ლინკი
  • შეხვედრაზე განვიხილავთ სადაო საკითხებს და შეჯამებას გამოვაქვეყნებ ამ გვერდზე
  • თუ გამოცდის შედეგით უკმაყოფილო ხარ და გინდა გადაბარებაზე გასვლა, შეავსე ეს ფორმა

ინფორმაცია

კონსულტაცია

კონსულტაცია ინიშნება თვეში რამდენჯერმე, შეამოწმე ხოლმე კვირის შეჯამება თუ საიტზე საკმარისად ადრე არ დავწერეთ შეჯამებაში, კლასრუმზე ვპოსტავთ ხოლმე.

  • დავალება: ტექნიკურ პრობლემებზე დახმარება
  • სემინარი:
    • დალინკული ვიდეოები/სავარჯიშოებიდან კითხვებზე პასუხი
    • სემინარზე გაკეთებული სავარჯიშოებიდან კითხვებზე პასუხი
  • პროექტი
    • იდეების განხილვა, რჩევების მიღება როგორ გააკეთოთ სასურველი ფუნქციონალის იმპლემენტაცია, რესურსების რეკომენდირება
    • რესურსების მასალის გარჩევაში დახმარება
    • პროექტზე არსებული ბაგის/პრობლემის მოგვარებაში დახმარება

დამატებით, პროექტთან დაკავშირებით დახმარება შეგიძლიათ მიიღოთ ხოლმე სემინარის/დისკუსიის შემდეგ

ქვიზი
  • მეორე ქვიზის კითხვები იქნება ამ მასალიდან: სემინარები 5-10, დავალება 5 (მომავალ კვირას დაიპოსტება ეს დავალება). რამდენიმე სემინარზე ხანის აკადემიის სავარჯიშოების გარდა გავარჩიეთ ალტერნატიული პირობები და ამოხსნები, რომლებიც დამატებულია საიტზე (სემინარის გვერდზე). ამ ამოხსნებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე
  • 8 ქულა, 4 კითხვა, ყველა კითხვას აქვს 2 ქულა
    • კითხვები არის ტესტური. წინა წლების გამოცდის და გადაბარების კითხვები შეგიძლია გამოიყენო სახელმძღვანელოდ. უმეტესად მსგავსი იქნება, თუმცა გაითვალისწინე, რომ ზოგი მასალა არ განვიხილეთ და ზოგი დაემატა.
  • ხანგრძლივობა: 30 წუთი
  • მინიმალური ზღვარი არ აქვს.
  • ქვიზის აღდგენა არ ჩატარდება. თუ გააცდინე (ნებისმიერი მიზეზით) ან ქულის გაუმჯობესება გინდა, შეგიძლია აღადგინო ბონუს ქულებით.
  • ქვიზების დრო და ადგილი შეგიძლია ნახო გამოცდების ცხრილში

ტესტის საკითხებთან დაკავშირებით კომენტარებს და კითხვებს განვიხილავთ ქვიზის შემდეგ ლექციაზე

ინდივიდუალურად მოწერილ მეილებს ვერ ვუპასუხებ

გამოცდისთვის მომზადება

გამოცდაზე იქნება 20 2-ქულიანი ტესტური კითხვა. სხვა დეტალები შეგიძლია იპოვო სილაბუსში.

სამეცადინო მასალა

კითხვები უმეტესად მოვა იმ ლექციებიდან, სემინარებიდან და კოდიდან, რომელიც საიტზეა. ის მაგალითები, რომელსაც აწერია "დემონსტრაცია", სავალდებულო არაა. ასევე რამდენიმე კითხვა იქნება ამ მასალიდან:

  • დავალება 6 და 8
  • ხანის აკადემიის ვიდეოები. თემის "HTML/JS: ინტერაქტიული ვებგვერდების გაკეთება" პირველი ოთხი გაკვეთილი (ვიდეოები, სავარჯიშოები): მომზადება (html/css/javascript შეჯამება), JS და DOM, DOM წვდომის მეთოდები, DOM მოდიფიცირება

რჩევები მეცადინეობისთვის

  • წაიკითხე ლექციის note-ები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე საკვანძო ტერმინებს, რომელიც გამოყოფილია დასაწყისში და ტექსტში ბოლდით . რამე თუ არ გესმის, მოიძიე მეტი განმარტება. თუ ლექციაში არის სადემონსტრაციო მითითებები (რაღაცეები უნდა სცადო, დაათვალიერო და ა.შ), რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გაკეთებული გქონდეს
  • დარწმუნდი, რომ ყველა სემინარის გაკეთება შეგიძლია დამოუკიდებლად. რამე თუ ბოლომდე არ გესმის, გამოიყენე დავალებების ახსნები, ხანის აკადემია, ან დანიშნული კონსულტაცია
  • წინა წლების გამოცდის და გადაბარების კითხვები შეგიძლია გამოიყენო სახელმძღვანელოდ. უმეტესად მსგავსი იქნება, თუმცა გაითვალისწინე, რომ ზოგი მასალა არ განვიხილეთ და ზოგი დაემატა.

  • გამოცდის საკითხები და პასუხები აიტვირთება საიტზე, მეილებს ვერ ვუპასუხებ, დავნიშნავ შეხვედრას და იქ შევძლებთ საუბარს.