რჩევები და მითითებები მეცადინეობისთვის
აქტიურობა აუდიტორიაში
არასდროს* მოგერიდოს კითხვის დასმა. - ყველასთვის ახალი და რთულია მასალა და თავიდან გამეორება არაა პრობლემა - უმარტივესმა კითხვებმა შეიძლება ძალიან საინტერესო თემები გამახსენოს. ზოგადად ლექციების დიდი ნაწილი დატოვებულია თავისუფალი, რომ იმ თემებს ჩავუღრმავდეთ, რომელიც აუდიტორიას დააინტერესებს - ჩაინიშნე კითხვები და პასუხები, შენიშვნები. თუ ხშირად გამომიგზავნი ხოლმე შეიძლება ბონუს 1-2 ქულა მიიღო.
(*) ადმინისტრაციულ თემებს არ ეხება ეს. პასუხი სავარაუდოდ საიტზე წერია და ლექციაზე ან სემინარზე უფრო პროდუქტიულად სჯობს დრო გამოვიყენოთ
ლექციები
- მოსმენისას მთავარია აღიქვა სტრუქტურა და ხშირად დააფიქსირო - რაზეა ლაპარაკი და რატომ. ასე მოსმენით, წრფივი მასალის მაგივრად, სტრუქტურიზებული რუკა იქმნება, რომელშიც უფრო მარტივია ნავიგაცია
- არ გააკეთო ზედმეტად ბევრი ჩანაწერები - მოსმენაში ხელს გიშლის.
სემინარები
- არ დაიწყო კოდის წერა სემინარზევე. გეგმა ისეა შედგენილი, რომ მონაწილეობა მიიღო მსჯელობაში
- სემინარის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად გააკეთე სავარჯიშოები და მხოლოდ მერე დაიწყე დავალება
დავალებები
- დავალებამდე ყოველთვის გააკეთე სემინარის სავარჯიშოები დამოუკიდებლად.
- დავალების პირობა სემინარის მერევე წაიკითხე, ეს დაგეხმარება დაიწყო პასიური ფიქრი პრობლემის გადაჭრაზე და სემინარში გავლილი კოდების დაკავშირება დაიწყო
- დავალება დაიწყე დედლაინამდე რამდენიმე დღით ადრე. ყოველთვის ვერ შეძლებ ამოცანაზე ფოკუსირებას და მნიშვნელოვანია რომ შენს თავს მისცე სივრცე თავიდან საცდელად.
- ადრე დაწყება იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ იქნება შემთხვევები, როდესაც გაიჭედები რაღაც ნაწილზე, ანუ გექნება კრეატიული ბლოკი. ამ დროს ძალდატანება არაპროდუქტიულია, მხოლოდ დროს დაკარგავ. გამოსავალი არის რომ შესვენება აიღო (რამდენიმე საათით ან დღით) და სხვა დროს გააგრძელო.
გაცდენა
ყველაფერი ისე არის აწყობილი, რომ პერიოდულად სემინარის გაცდენით ან დავალების დაგვიანებით მარტივად დაეწიო მასალას, მაგრამ რეგულარულად ასე უბრალოდ რამდენჯერმე გაირთულებ საქმეს.
ციფრული ჰიგიენა
ეს არის ცნება, რაც ნიშნავს ჯანსაღ დამოკიდებულებას ელექტრონულ მოწყობილობებთან და ხელსაწყოებთან. ელემენტარული ფიზიკური წესები სავარაუდოდ გეცოდინება
- 45-50 წუთი გადაბმულად ეკრანთან ყოფნის შემდეგ 10 წუთიანი შესვენება
- რამდენიმე საათის შემდეგ გრძელი შესვენება
- მეცადინეობისას და აუდიტორიაში ტელეფონის შენახვა
inbox zero
"inbox zero" არის პროდუქტიულობის ფილოსოფია, რომელიც გულისხმობს იმეილის ინბოქსის მუდმივ გასუფთავებას ისე, რომ არცერთი ან რამდენიმე იმეილი ჩანდეს მხოლოდ.
ყველა შემოსული იმეილი არის აქედან რომელიმე კატეგორია - todo - დავალება ან რამე სხვა გასაკეთებელი, რომელიც todo ლეიბლში უნდა გადაიტანო და დაარქივო. როდესაც სამუშაოდ მზად იქნები, უბრალოდ ამ ფოლდერში გადახვალ. - pinned/active - ლეიბლი აქტიური მიმოწერისთვის, რომელზეც ახლა არ გაქვს რამე გასაკეთებელი, მაგრამ გინდა მარტივად პოვნადი იყოს. - notification - ინფორმაცია, რომელიც უბრალოდ ერთჯერადად უნდა გაგეგო და შეგიძლია დაარქივო - newsletter - რომელსაც არავინ არასდროს კითხულობს და უბრალოდ unsubscribe გააკეთე.
შეგიძლია todo/active-ის გარდა რამდენიმე ლეიბლი დაამატო, მაგრამ ზედმეტად თემატური არა - ჩემი გამოცდილებით არასდროს გამოიყენებ. მაგალითად, მე ასევე ვიყენებ ამ ორ ლეიბლს - registration - იმისთვის, რომ შევინახო რა საიტებზე ვარ დარეგისტრირებული - payments/tickets/invoices
browser
პერიოდულად გაასუფთავე ლეპტოპის და მობილურის ბრაუზერის თებები - ის ლინკები, რომლებიც ხშირად გჭირდება, დაამატე bookmark-ებში - თუ რაღაც ერთჯერადად არის გასაკეთებელი, ან გააკეთე ან note-ებში ჩაინიშნე
files
- გაასუფთავე Desktop/ და Downloads/
- ის დოკუმენტები, რომლებიც აღარ გჭირდება, გადაიტანე არქივში