გადავედი ბუდაპეშტის ბიზნეს სკოლაში, მარკეტინგის და კომუნიკაციების მიმართულებით
ნახევრად დისტანციურად დავიწყე მუშაობა Potters-ში სოციალურ მედიაზე. პერიოდულად სტარტეპების ხელმძღვანელებთან ერთად ვმუშაობდი მარკეტინგსა და სტრატეგიაზეც. გუნდში გაერთიანებული იყო - eventer.ge, wifisher.ge, allads.ge
2016
გადავედი კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე უნივერსიტეტში ELTE
ვმუშაობდი სოციალურ მედიაზე Educare-ში. Educare Georgia არის საგანმანათლებლო ფონდი, რომლის მიზანია ინტერნეტის და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახადოს. მათი პროექტები: KhanAcademy ქართულად (უამრავი მოხალისის, ბევრი ფრიუნელი სტუდენტის დახმარებით), \<charte.ge> - პლათფორმა, რომლითაც ყოველთვიური დონაციით შეგიძლიათ აჩუქოთ ინტერნეტზე და კომპიუტერებზე წვდომა ლტოლვილებისა სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის
2019
დავიწყე სტაჟირება კომპანიაში Ericsson. გუნდის პროექტები: codechecker და Clang Static Analyzer-ზე მუშაობა Apple/Google ინჟინრებთან ერთად. საბაკალავრო ნაშრომად ავირჩიე გუნდის ხელმძღვანელი პროფესორის ერთ-ერთი ახალი კვლევა და ამაზე ვმუშაობდი.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ დავიწყე თავისუფალ უნივერსიტეტში მუშაობა (პროგრამირების პარადიგმები, პროგრამირების მეთოდოლოგიები). ასევე დავიწყეთ ამ საგანზე მუშაობა
დავიწყე ნახევრად დისტანციური სტაჟირება ორგანიზაციაში Spatial Sound Institute/4dsound
2020
სტაჟირების შემდეგ დავიწყე დამფუძნებლის ახალ პროექტებზე მუშაობა ორგანიზაიაში TheWorks Research Institute. პოზიცია Lead Software Prototyping. ჩემი მოვალეობაა სხვადასხვა დარგის მეცნიერების დახმარება კვლევებისთვის საჭირო ნებისმიერი სახის პროგრამული უზრუნველყოფით. მაგალითად, ექსპერიმენტის მონაცემთა დამუშავება, ან შემუშავებული ფორმულის სიმულაცია. რაც არ უნდა დაჭირდეთ - ვსწავლობ, ვერკვევი, ვაკეთებ. ძირითადად ვმუშაობ python-ში