Skip to content

1. შესავალი - codehs და კარელი

codehs

რობოტი კარელისთვის ვიყენებთ საიტს codehs.com. აქ არის: - ვიდეოები - თუ ლექცია გააცდინე, თემების გამეორება გინდა, ან რამე კარგად ვერ გაიგე, ეს ვიდეოები ნახე - სავარჯიშოები, რომელსაც განვიხილავთ სემინარებზე - დავალებები, რომელსაც გააკეთებთ საიტზე, შემდეგ კი კოდს გადმოწერთ და ატვირთავთ კლასრუმზე (ინსტრუქციას მიიღებთ დავალებასთან ერთად)

რეგისტრაცია

იმისთვის, რომ კურსს შემოუერთდე, გადადი ამ ლინკზე (თუ კოდის შეყვანა მოგთხოვა -  60B72). ამ ლინკზე თუ ერორს გიჩვენებს, სავარაუდოდ უკვე დარეგისტრირდი და დაგავიწყდა :) გადადი შემდეგ ნაბიჯზე

https://codehs.com/go/60B72

თუ უკვე დარეგისტრირდი, თითოეული კვირის მასალას კურსის გვერდზე იპოვი:

https://codehs.com/lms/assignments/102683

მთავარი თემები

სავარჯიშოები 1.1.5 და 1.1.6 შეგიძლია სახლში დამოუკიდებლად გააკეთო.

  • codehs გარემო
  • ბრძანებები
  • სინტაქსი
  • Error - სინტაქსური შეცდომები და ბაგები
  • start ფუნქცია (ფუნქციებს მომავალ კვირას განვიხილავთ, ახლა უბრალოდ ის იცოდეთ, რომ ბრძანებები start ფუნქციაში დაწეროთ, როგორც ქვემოთ მაგალითშია)
  • კოდის ბლოკი

ამოცანების ამოხსნები

1.1.3: Our First Karel Program

function start() {
    move();
    move();
    putBall();
    putBall();
    move();
    move();
}