05. ცვლადები, ფუნქციის არგუმენტები
ამ კვირიდან ვიყენებთ ხატვის ფუნქციების გამოყენებას ჯავასკრიპტის დანარჩენი ფუნქციონალის შესასწავლად. ამისთვის ხანის აკადემიაზე არის codehs-ის მსგავსი სავარჯიშოები. თითოეულ სავარჯიშოს თან ახლავს (სავარჯიშოს წინ არის ხოლმე) არაჩვეულებრივი ვიდეოები, რომლებსაც შეგიძლია უყურო, თუ სავარჯიშოს ვერ გააკეთებ ან იმ თემის გადამეორება მოგინდება.
ხანის აკადემიაზე გაკეთებული სავარჯიშოები არ მოწმდება, მაგრამ აუცილებელია აქ ჩამოთვლილი ყველა სავარჯიშო გაკეთებული გქონდეს, რადგან სხვა შემთხვევაში მომავალ მასალას, დავალებებს, გამოცდას ვერ გაიგებ.
უმეტეს სავარჯიშოს გადავახტებით, ამიტომ ამ გვერდზე იქნება ჩამონათვალი (ბმულებით) მხოლოდ იმ სავარჯიშოების, რომლებიც აუცილებელია. შეიძლება 1-2 მაინც გამეპაროს და უბრალოდ დაიმახსოვრე, რომ რომელიმე სავარჯიშოში თუ შეგხვდა draw() ფუნქცია, ესეეგი სავალდებულო არ არის.
გაძლიერებული ჯგუფი (არასავალდებულო)
თუ პროგრამირების სწავლის სურვილი გაქვს, ამ ორი კვირის განმავლობაში გააკეთე ყველა სავარჯიშო ქვემოთ ჩამოთვლილ თემებში. კვირის ბოლოს დავნიშნავთ კონსულტაციას და შეძლებ გაარჩიო ამოცანები ან შენი იდეები.
- ხატვის საწყისები მთლიანად
- გაფერადება მთლიანად
- ცვლადები მთლიანად
- ტექსტი და სტრიქონებში მხოლოდ
- ფუნქციები - ყველა, "განსაკუთრებული processingjs ფუნქციების" გარდა