Skip to content

06. ჯავასკრიპტის სტრუქტურები

ამ კვირას კარელში უკვე ნასწავლ სტრუქტურებს გავიმეორებთ, თუმცა ამჯერად ცვლადების და ფუნქციების გამოყენებით. სწავლას ვაგრძელებთ ხანის აკადემიაზე. ხანის აკადემიის ინსტრუქცია მე-5 სემინარში წერია. ამ სემინარის გასაგებად აუცილებელია წინა კვირის სემინარის გავლა.

რამდენიმე სავარჯიშო, რომელიც სემინარზე უფრო დაწვრილებით გავარჩიეთ, ალტერნატიული პირობებით და ამოხსნებით, ქვემოთ არის მოცემული. გაითვალისწინე, რომ ქვემოთ მოცემული მასალა იქნება ქვიზზეც და გამოცდაზეც.

ლოგიკა და if დებულებები

რიცხვის გაანალიზება

ამოხსნა დეკომპოზიციით

function drawRectangle(rectY) {
    rect(8, rectY, 200, 40); 
}
noFill();
if (theNumber > 0) {
    drawRectangle(58);
}
if (theNumber < 0) {
    drawRectangle(108);
} 
if (theNumber === 0) {
    drawRectangle(160);
}

ციკლის შექმნა

ციკლური სახაზავი

საწყისი კოდის გარჩევა

ერთ-ერთი, რაც შეიძლება დამაბნეველი იყოს, არის text ფუნქციის არგუმენტები. დაფიქრდი, რატომ ვაწვდით მას x-ს ორჯერ?

მინიშნება: სცადე ასეთი კოდი

text("| " + x, x, 10);

ამოხსნის walkthrough

მოდი გადავწეროთ თავდაპირველი კოდი ისე, რომ რაიმე სახის გამეორებადი პატერნი მივიღოთ.

var x = 0;
text(x, x, 10); 
x = x + 50; // გახდა 50
text(x, x, 10);
x = x + 50; // გახდა 100
text(x, x, 10);
x = x + 50; 
text(x, x, 10);
x = x + 50; 
სხვა სიტყვებით რომ ავღწეროთ, x კოორდინატზე ვწერთ ტექსტს, ვზრდით 50-ით, და ასე ვიმეორებთ მანამ, სანამ x არის 350-ზე ნაკლები.

ასე ჩამოყალიბებით უკვე ციკლის ყველა ნაწილი გვაქვს:

var x = 0;
while (x < 400) {
    text(x, x, 10); 
    x = x + 50; 
}

დამატებითი პირობა

ჰორიზონტალური/ვერტიკალურის მაგივრად, დაწერე რიცხვები დიაგონალზე.

var d = 0;
while (d < 400) {
    text("* " + d, d, d); 
    d = d + 50; 
}

დამატებითი პირობა (optional)

დაწერე რიცხვები საპირისპირო დიაგონალზე (ზედა მარჯვენა კუთხიდან ქვედა მარცხენამდე).

var d = 0;
while (d < 400) {
    text("* " + d, 400 - d, d); 
    d = d + 50; 
}