Skip to content

13. DOM javascript

ამ გვერდზე მოცემულია 12-13 კვირებში განხილული მასალა

ხანის აკადემიაზე შესაბამისი გაკვეთილები (თუ სემინარი გააცდინე ან რამე ფუნქცია გაუგებარია, ნახე ვიდეოები) - HTML/JS: ინტერაქტიული ვებგვერდების გაკეთება:

• JS და DOM
• DOM წვდომის მეთოდები
• DOM მოდიფიცირება

ქვემოთ მოცემული კოდი უბრალოდ წასაკითხად არ არის, ვერ გაიგებ თუ თვითონ არ დაწერე და ნახე რას აკეთებს. ამისთვის შექმენი ახალი html/js ფაილები და ჩაწერე კოდი იქ. შემდეგ გახსენი ბრაუზერში. თუ copy/paste-ს გამოიყენებ, მნიშვნელოვან შეცდომებს ვერ დაუშვებ და დავალების გაკეთება ძალიან გაგიჭირდება.

მარტივი მაგალითები

1. ღილაკზე დაჭერით ტექსტის გამოჩენა

say hi

დააკვირდი, რომ addEventListener-ში sayHello წერია და არა sayHello() (ფრჩხილების გარეშეა). ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა - ღილაკზე ფუნქცია რომ მივაბათ, ფუნქციის სახელი უნდა გადავაწოდოთ. გვერდის ჩატვირთვისას, როდესაც ღილაკს ფუნქციას ვუკავშირებთ, გამოძახება ხომ არ გვჭირდება - უბრალოდ უნდა მივუთითოთ ფუნქციაზე.

2. counter

increase counter

3. user input

greet

todo list აპლიკაცია

აქ სავარჯიშო რამდენიმე ეტაპადაა მოცემული. ასეთ დროს თითოეული ეტაპი უნდა დაწერო და ნახო ცალ-ცალკე

საწყისი კოდი

index.html

html კოდი სავარჯიშოს განმავლობაში არ შეიცვლება.

add task

index.js

ქვემოთ ყველა სხვა ნაბიჯში იგულისხმე, რომ იცვლება index.js ფაილი.

function addTask() {
console.log('button clicked')

გახსენი index.html ბრაუზერში, შემდეგ გახსენი კონსოლი და დააჭირე ღილაკს. კონსოლში უნდა დაიწეროს "button clicked"

მარტივი ფუნქციონალი

ახალი ელემენტის შექმნამდე, უბრალოდ tasks div-ში ჩავწეროთ ტექსტი (greet-ის მსგავსად). შეცვალე ფუნქცია addTask(). ამიერიდან, თუ კოდში წერია არსებული ფუნქციის სახელი, ის ფუნქცია უნდა შეცვალო. თუ ახალი ფუნქციის სახელია, უნდა დაამატო.

function addTask() {
let taskText = document.getElementById('task-input').value
let tasksElem = document.getElementById('tasks')
tasksElem.innerText = taskText

document.getElementById("add-task").addEventListener("click", addTask)