წესები და ატვირთვის ინსტრუქცია
სემესტრის განმავლობაში ორი ტიპის დავალებები გექნება: კარელის (პირველი თვე) და ვების (დანარჩენი დრო და ფინალური პროექტი). ატვირთვამდე ნახე კონკრეტულის ინსტრუქცია (ვებს დავამატებ მოგვიანებით)
დავალების ატვირთვის წესი
- დავალებას ტვირთავ კლასრუმზე. კლასრუმზე წერია დავალების დედლაინიც. საიტზე კვირის შეჯამებაში წერია რომელ კვირას უნდა დაიწყო დავალებაზე მუშაობა
- ორივე ტიპის დავალების გაკეთებისას გაქვს წვდომა ტესტებზე. ანუ დავალების გამოგზავნამდე უკვე იცი, აკმაყოფილებს თუ არა შენი კოდი პირობას
- გამოგზავნიდან მაქსიმუმ ერთ საათში მიიღებ დავალების შემსწორებელი პროგრამის უკუკავშირს, რომელიც გეტყვის დავალების შედეგს (ყველა ტესტი გაიარა, ზოგი ტესტი გაიარა, ერორია, ფაილის ფორმატი არასწორია, ა.შ)
- დედლაინამდე რამდენჯერაც გინდა შეგიძლია გამოასწორო შეცდომები (არსებობის შემთხვევაში), თავიდან გამოაგზავნო და ისევ მიიღებ უკუკავშირს. ამაზე ქულა არ გაკლდება, არც გაფრთხილებაა საჭირო.
- სანამ დავალების უკუკავშირის მეილს არ მიიღებ, დავალება არ ითვლება ჩაბარებულად თუ უკუკავშირი არ მიიღე, დაგვიკავშირდი
- იგულისხმება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიღებული დავალება უნდა გააკეთო შემდეგ ლექციამდე
\<!— - შეგიძლია რომ ატვირთო. ეს შეიძლება დაგჭირდეს ამ მიზეზების გამო: + თუ დავალების გაკეთება გაგიჭირდა, შეიძლება მომავალ ლექციაზე ახალი მასალის გაცნობის შედეგად უფრო გაგიმარტივდეს შესრულება + გაუთვალისწინებელი შემთხვევების (ავადმყოფობა, პირადი პრობლემები, ა.შ) დროს მაინც რომ გქონდეს გაკეთების საშუალება. - შესაბამისად არ არსებობს დედლაინის ინდივიდუალურად გადატანის საფუძვლები და ეს საკითხი არ განიხილება, გარდა ამ გამონაკლისებისა: - რამდენიმე კვირიანი ავადმყოფობა ან სხვა პრობლემა, რომლის შესახებაც ადმინისტრაციამ იცის - პირველი რამდენიმე დავალების დაგვიანებით გამოგზავნა შეუძლიათ მობილობით საგნის დაწყების შემდეგ გადმოსულ სტუდენტებს —>
კარელის დავალების ფაილის ატვირთვის ინსტრუქცია
- დავალება უნდა შეიცავდეს start ფუნქციას
- codehs-ზე დავალების შესრულების შემდეგ, კარელის სამყაროს ზედა სივრცეში არის ღილაკი
MORE
. დააჭირეთ ამ ღილაკს და მონიშნეთDownload
. შემდეგ დააჭირეთ ღილაკსDownload Code as .txt File
. შეინახეთ ფაილი და გადაარქვით სახელი, ისე რომ იწყებოდეს თქვენი მეილის id-ით (@freeuni.edu.ge-ის გარეშე) და დასასრულში ეწერს.txt
. მაგალითადimghv14.txt
. - თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მეილის id-ის შემდეგ რაც გინდათ მიაწეროთ, მაგალითად
imghv14_davaleba1.txt
, მაგრამ ჩვენთვის ამას აზრი არ აქვს. დავალების სახელში არ შეიძლება სფეისის (გამოტოვების) გამოყენება. მხოლოდ ლათინური სიმბოლოები, რიცხვები და ქვედა ტირე_
- გაითვალისწინეთ, რომ როცა პირობაში წერია, რომ ნებისმიერ სამყაროზე უნდა მუშაობდეს კოდი, შემმოწმებელი პროგრამა შეამოწმებს შემთხვევით შერჩეული ზომის სამყაროებზე.