დავალება 2
ამ კვირას უამრავი ახალი მასალა იყო და ყველაფერს ეტაპობრივად ავითვისებ. ჯერ სემინარის სავარჯიშოების გადახედვით დაიწყე.
დავალება მარტივია - საკმარისია მხოლოდ სხვადასხვა ციკლებს შორის ზედაპირული განსხვავება გესმოდეს და რომელიც საჭიროა, იმის სინტაქსი გაიმეორო.
Follow the yellow ball road
კარელის წინ ერთმანეთის მიყოლებით ბურთები დევს. კარელი უნდა გაყვეს ბურთებს და დაასრულოს მუშაობა ბოლო ბურთის შემდეგ. შეგიძლია იგულისხმო, რომ ბოლო უჯრაზე ბურთი არასდროს იდება (ანუ არსად გჭირდებათ იმის შემოწმება, წინ არის თუ არა კედელი)
მინიშნება 1
მოდი პირობა სხვანაირად გადავთარგმნოთ - კარელი უნდა გაყვეს ბურთებს და დაასრულოს მუშაობა ბოლო ბურთის შემდეგ = კარელი უნდა გადავიდეს ერთი უჯრით მანამ, სანამ უჯრაზე ბურთი დევს
მინიშნება 2
- სანამ - while
- უჯრაზე ბურთი დევს - ballsPresent()
- გადავიდეს ერთი უჯრით - move()
დავალების ატვირთვის ინსტრუქცია და წესები დევს დავალებების გვერდზე.
codehs ინსტრუქცია
რობოტი კარელისთვის ვიყენებთ საიტს codehs.com. აქ არის: - ვიდეოები - თუ ლექცია გააცდინე, თემების გამეორება გინდა, ან რამე კარგად ვერ გაიგე, ეს ვიდეოები ნახე - სავარჯიშოები, რომელსაც განვიხილავთ სემინარებზე - დავალებები, რომელსაც გააკეთებთ საიტზე, შემდეგ კი კოდს გადმოწერთ და ატვირთავთ კლასრუმზე (ინსტრუქციას მიიღებთ დავალებასთან ერთად)
რეგისტრაცია
იმისთვის, რომ კურსს შემოუერთდე, გადადი ამ ლინკზე (თუ კოდის შეყვანა მოგთხოვა - 60B72). ამ ლინკზე თუ ერორს გიჩვენებს, სავარაუდოდ უკვე დარეგისტრირდი და დაგავიწყდა :) გადადი შემდეგ ნაბიჯზე
თუ უკვე დარეგისტრირდი, თითოეული კვირის მასალას კურსის გვერდზე იპოვი: