დავალება 3
დავალება არის მესამე კვირის მასალაში codehs-ზე. დავალების დაწყებამდე გააკეთეთ სემინარი.
Racing Karel
კარელის სამყარო არის სარბენი ბილიკი და იგი იწყებს რბოლას.
თქვენი ამოცანაა კარელმა გაიაროს სარბენი ბილიკი რვაჯერ და დაბრუნდეს მის საწყის პოზიციაზე. ყოველ ჯერზე, როდესაც კარელი მოხვდება კუთხეში, მან უნდა დადოს ბურთი. შესაბამისად, რბოლის დასრულების შემდეგ, თითო კუთხეში 8 ბურთი იქნება დადებული.
პროგრამამ უნდა იმუშავოს ნებისმიერ ვალიდურ სამყაროში. ვალიდური სამყარო არის ის, სადაც სარბენი ბილიკი არის მოქცეული სამყაროს გარე საზღვარსა და ერთი უჯრის სიღრმით მოქცეულ საზღვარს შორის. თითოეული კუთხიდან, ერთი ქუჩისა და ერთი ხეივანის მოშორებით ვხვდებით შიდა საზღვარს. მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ დავალებასთან დართულ ფოტოებში.
- ბრძანებები turnRight() და turnAround() შეგიძლია პირდაპირ გამოიყენო
- დარწმუნდი, რომ შენი პროგრამა მუშაობს სხვადასხვა სამყაროებში. კარელს უნდა შეეძლოს ნებისმიერი ზომის სარბენი ბილიკის გავლა
- დარწმუნდი, რომ იყენებ ფუნქციებსა და კონტროლის სტრუქტურებს
- დარწმუნდი, რომ იყენებ კომენტარებს შენი ფუნქციონალის ასაღწერად. კომენტარები ამარტივებს კოდის კითხვას
მინიშნება 1
ჯერ იმაზე დაფიქრდი, როგორ შეძლოს კარელმა სამყაროს კედლების შემოვლა.
მინიშნება 2
ერთი კედლის გავლა უბრალოდ ქუჩის ბოლომდე სიარულია, ეს უკვე ბევრ დავალებაში გავაკეთეთ
მინიშნება 3
შექმენი ფუნქცია, რომელიც ერთხელ დაარტყამს წრეს (ანუ ოთხჯერ გაივლის ქუჩის ბოლომდე და შემდეგ შეტრიალდება მარცხნივ). ახლა უბრალოდ ეს ფუნქცია უნდა გამოიძახო სწორ რაოდენობაჯერ.
მინიშნება 4
სად სჯობს ბურთის დადების ბრძანების დაწერა, ქუჩის გავლამდე თუ მის შემდეგ?
დავალების ატვირთვის ინსტრუქცია და წესები დევს დავალებების გვერდზე.
codehs ინსტრუქცია
რობოტი კარელისთვის ვიყენებთ საიტს codehs.com. აქ არის: - ვიდეოები - თუ ლექცია გააცდინე, თემების გამეორება გინდა, ან რამე კარგად ვერ გაიგე, ეს ვიდეოები ნახე - სავარჯიშოები, რომელსაც განვიხილავთ სემინარებზე - დავალებები, რომელსაც გააკეთებთ საიტზე, შემდეგ კი კოდს გადმოწერთ და ატვირთავთ კლასრუმზე (ინსტრუქციას მიიღებთ დავალებასთან ერთად)
რეგისტრაცია
იმისთვის, რომ კურსს შემოუერთდე, გადადი ამ ლინკზე (თუ კოდის შეყვანა მოგთხოვა - 60B72). ამ ლინკზე თუ ერორს გიჩვენებს, სავარაუდოდ უკვე დარეგისტრირდი და დაგავიწყდა :) გადადი შემდეგ ნაბიჯზე
თუ უკვე დარეგისტრირდი, თითოეული კვირის მასალას კურსის გვერდზე იპოვი: