Skip to content

დავალება 4

დავალება არის მესამე კვირის მასალაში codehs-ზე. დავალების დაწყებამდე გააკეთეთ სემინარი.

Go Through the Fence

კარელი გაჭედილია უკანა ეზოში, მაგრამ ძალიან უნდა, რომ გამოძვრეს, რათა მეზობლის უკანა ეზოში ითამაშოს. კარელმა იცის, რომ ღობეში სადღაც არის გასაძრომი, მაგრამ მოუსვენარი ადამიანები მუდმივად აკეთებენ ღობეს. საბედნიეროდ, ახალი გასაძრომი ჩნდება თითქმის ყოველ დღე.

დაეხმარეთ კარელს ღობეში გასაძრომის პოვნაში და მის გავლაში. გახსოვდეთ, რომ გასაძრომი არ არის ფიქსირებული და მისი მდებარეობა იცვლება დროთა განმავლობაში.

კარელი საწყის პოზიციაში დგას სამყაროს ქვედა მარცხენა კუთხეში და მიმართულია აღმოსავლეთით. კარელმა უნდა დაასრულოს მოძრაობა სამყაროს ზედა მარჯვენა კუთხეში, აღმოსავლეთის მიმართულებით.

მინიშნება 1

დასაწყისისთვის ამოცანა დამოუკიდებელ კომპონენტებად დავყოთ. შეგიძლია სამი ქვეამოცანა მოიფიქრო?

მინიშნება 2
  1. კარელმა იაროს ზემოთ, ღობემდე
  2. კარელმა იპოვოს ხვრელი ღობეში
  3. კარელი მივიდეს ზედა მარჯვენა კუთხეში

შეეცადე სამივე ცალ-ცალკე ამოხსნა

მინიშნება 3

ღობემდე სიარულს ბევრი ახსნა არ ჭირდება (მთავარია მიმართულების შეცვლა არ დაგავიწყდეს) და პირდაპირ 2-ზე გადავიდეთ. ჩავთვალოთ, რომ ღობის ქვემოთ ხარ და იყურები აღმოსავლეთით. ახლა ვიპოვოთ ხვრელი. იმ ადგილას, სადაც ღობე ღიაა, რომელი პირობა არ კმაყოფილდება?

მინიშნება 4

leftIsClear(). ანუ, სანამ ამის საპირისპირო, leftIsBlocked() სრულდება, წინ უნდა ვიაროთ. ყველაფერი იგივეა, როგორც ქუჩის ბოლომდე სიარულისას, უბრალოდ ციკლში სხვა პირობას ვამოწმებთ.

მინიშნება 5

ამ ადგილიდან ზედა კუთხემდე მისვლა ყველაზე მარტივია - პირდაპირ და მარჯვნივ (ორივე შემთხვევაში "ქუჩის ბოლომდე")

დავალების ატვირთვის ინსტრუქცია და წესები დევს დავალებების გვერდზე.

codehs ინსტრუქცია

რობოტი კარელისთვის ვიყენებთ საიტს codehs.com. აქ არის: - ვიდეოები - თუ ლექცია გააცდინე, თემების გამეორება გინდა, ან რამე კარგად ვერ გაიგე, ეს ვიდეოები ნახე - სავარჯიშოები, რომელსაც განვიხილავთ სემინარებზე - დავალებები, რომელსაც გააკეთებთ საიტზე, შემდეგ კი კოდს გადმოწერთ და ატვირთავთ კლასრუმზე (ინსტრუქციას მიიღებთ დავალებასთან ერთად)

რეგისტრაცია

იმისთვის, რომ კურსს შემოუერთდე, გადადი ამ ლინკზე (თუ კოდის შეყვანა მოგთხოვა -  60B72). ამ ლინკზე თუ ერორს გიჩვენებს, სავარაუდოდ უკვე დარეგისტრირდი და დაგავიწყდა :) გადადი შემდეგ ნაბიჯზე

https://codehs.com/go/60B72

თუ უკვე დარეგისტრირდი, თითოეული კვირის მასალას კურსის გვერდზე იპოვი:

https://codehs.com/lms/assignments/102683