1. ტექნოლოგიების მნიშვნელობა
რა ცოდნას და უნარებს შეიძენთ
1. ტექნოლოგიები
- მუშაობის პრინციპები
- გავლენა ჩვენზე
კომპიუტერები, ინტერნეტი, ვებ აპლიკაციები, სერვერები, მონაცემთა ბაზები, ხელოვნური ინტელექტი. ამ საკითხებს განვიხილავთ მაქსიმალურად ზედაპირულად, მაგრამ ასევე დავაკვირდებით კონკრეტულ მაგალითებს - რა პრობლემები არსებობს და როგორ გადაჭრეს იგი კომპიუტერულმა მეცნიერებმა.
ამ ყველაფერს გავლენა აქვს სწავლაზე, სამსახურზე, კარიერაზე, პროექტზე, საზოგადოებაზე, პოლიტიკაზე, ადამიანების ურთიერთობებზე. როგორ გამოვიყენოთ ეს ტექნოლოგიები და როგორ დავიცვათ თავი მათგან.
უმეტეს ტელეფონს აქვს აპლიკაციების გამოყენების სტატისტიკის ნახვის ფუნქცია. თუ არ იცით ჩაწერეთ გუგლში თქვენი ტელეფონის მოდელი და მიაწერეთ "see how much time you spend on apps". მიყევით ინსტრუქციას და ნახეთ ყველაზე მეტად რომელ აპლიკაციას იყენებთ და რამდენ ხანს. თქვენი აზრით, რა გავლენა აქვს ამ დროს თქვენზე?
2. კოდის წერა
კარელი - ალგორითმული ფიქრი ვიზუალურად
პროგრამული ამოცანების აღქმა ბევრად უფრო მარტივია ვიზუალური მაგალითით. საწყისებს ვისწავლით რობოტი კარელის დახმარებით, რომელიც იღებს ბრძანებებს კოდის დახმარებით. ჩვენი დაწერილი კოდით შევეცდებით ამოვხსნათ სხვადასხვა დავალებები.
html/css/javascript
საფუძვლების გაგების შემდეგ გადავალთ უფრო პრაქტიკულ მაგალითებზე. ამ საგანში ვსწავლობთ ვებ პროგრამირებას - იმის გამო, რომ არის: - მარტივი - პრაქტიკული - მინიმალური ცოდნით შეგიძლია გქონდეს "მუშა" საიტი - ხელმისაწვდომი - არ მოითხოვს დამატებითი პროგრამების დაყენებას. ჯავა, პითონი და ა.შ - ყველა მათგანი მოითხოვს კომპაილერს ან ინტერპრეტერს. მიუხედავად იმისა, რომ html/javascript-ისთვისაც გჭირდება პროგრამა, რომლითაც გახსნი, ის ყველას ლეპტოპზეა - ბრაუზერი - პოპულარული - ბევრი რესურსი არის (სამუშაო გარემოს და ინსტრუქციების მხრივ)
რას გვასწავლის პროგრამირება
პრობლემების გადაჭრა
- სტრატეგიაზე ზრუნვა - ალგორითმული ფიქრი, დეკომპოზიცია, აბსტრაქცია
- ეფექტიანობაზე ზრუნვა, რესურსების კონტროლი
- ვალდებულებების იზოლირება. სწორი და მინიმალური რაოდენობით კომუნიკაცია
პრაქტიკული გამოცდილება ტექნოლოგიებში
გარემო სამყაროს შეცნობა
- ტერმინები
- საფრთხე
- შესაძლებლობები
hands-on გამოცდილება ნიშნავს რომ ტერმინები, საშიშროებები თუ შესაძლებლობების უკან მდგომი თეორია ხელშესახები ხდება
ჩვენს ყოველდღიურობაზე - ქცევებზე, ფიქრებზე, ემოციებზე გავლენის შემცირება. იმის დანახვა, რამდე მარტივია ჩვენი კონტროლი ნებისმიერი დაინტერესებული სუბიექტის მიერ - ინდივიდი, კომპანია, კორპორაცია, მედია, პოლიტიკური ორგანიზაცია, სახელმწიფო.
კანონმდებლობა
- უსაფრთხოება, რომელსაც შევიძენთ
- თავისუფლება, რომელსაც ვთმობთ
ნად ტექნოლოგიებთან დაკავშირებული კანონპროექტები უფრო ხშირია და კარგად უნდა გვესმოდეს რას მოიცავს თითოეული. ძალიან ხშირად კანონები იმისთვის იქმნება, რომ კრიმინალთან ბრძოლის გამართლებით უფლებები შეგვიზღუდონ. თუ არ გეცოდინება ციფრული თავისუფლების ღირებულება და აუცილებელი გარემოებები, შეიძლება საკუთარი პირადი ცხოვრება დათმო
ფიქრის პროცესი
- კრეატიულობისთვის საჭირო გარემოს და უნარ-ჩვევების აღქმა
- ამ უნარების ვარჯიში მყისიერი და ულიმიტო უკუკავშირით
ნებისმიერი არარუტინული პასუხისმგებლობა მოითხოვს სწორ მენტალურ მდგომარეობას და აზროვნების ახალ გზას ჭირდება ვარჯიში. ვარჯიშის პროდუქტიულობას კი პირდაპირ ზრდის უკუკავშირი, რაც კოდის წერისას მყისიერია - გაუშვებ პროგრამას და შენს ფიქრს ეკრანზე ხედავ
სხვა შესაძლებლობები
კარიერული უპირატესობა
- კომპიუტერული უნარები
- მზაობა ახალი ხელსაწყოების გამოყენებისთვის
- ციფრული ხელსაწყოების მორგების შესაძლებლობა
ჩემს თანამშრომელს, ასტროფიზიკის დოქტორანტს დამწყები სტუდენტები ხშირად ეკითხებიან, დამატებით რა გააკეთონ წარმატების უზრუნველსაყოფად. პირველ რიგში მათ პროგრამირების სწავლას ურჩევს. როგორც კარიერას არა, არამედ როგორც უნარს.
პროგრამირების გარეშეც თითქმის ყველა სფერორში გვიწევს ციფრულ ხელსაწყოებთან ურთიერთობა. დაფიქრდით, რატომ გამოჩნდა "საოფისე პროგრამების" მოთხოვნა ერთი შეხედვით არარელევანტურ ვაკანსიებზე?
მინიმალური მზაობა კომპიუტერთან ურთიერთობის ნიშნავს სიგნალს, რომ პროდუქტიული და ადაპტირებადი თანამშრომელი იქნებით
მართვის უნარები
- მენეჯერული: შემოთავაზებული ხელსაწყოების შეფასების უნარი
- დეცენტრალიზაციის მნიშვნელობა
ციფრულ ტექნოლოგიებთან შეხება თითქმის ყველანაირ საქმიანობაში გვიწევს. ძირითადი მაგალითებით და საბაზისო ცოდნით გექნებათ შესაძლებლობა, თქვენთვის მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე ინფორმაცია ეფექტურად მოიძიოთ და გამოიყენოთ. მენეჯერების არაკომპეტენტურობას ხშირად იყენებენ არასწორი პროდუქტებისა თუ იერარქიების მისაყიდად - რაც ზრდის ხარჯებს, ამცირებს ეფექტურობასა და პროდუქტიულობას, იწვევს პერსონალისთვის არაკომფორტული გარემოს შექმნას.
ეფექტური და დეცენტრალიზილებული სისტემების შექმნა კომპიუტერული მეცნიერების ბევრი სფერო ლიბერტალიანული უტოპიაა. ავტორიტარული ხელისუფლებებისა და უფლებების შემზღუდველი რეჟიმების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ არჩევანის თავისუფლებაზე დამყარებული სისტემების მუშაობის პრინციპები.
კარიერა
- შესაძლებლობის აღქმა
- სტერეოტიპებისგან გათავისუფლება
- ერთ-ერთი საუკეთესო პროფესია
ბევრი ადამიანი არ განიხილავს პროგრამირების სწავლას ცრურწმენებისა თუ სტერეოტიპების გამო