Skip to content

03ბ. რჩევები კომპიუტერის ყიდვისთვის

პროცესორი

უშუალო სიჩქარის გარდა, ყურადღება მიაქციეთ - თაობას (უფრო ახალი თაობის i5 სჯობს ძველ i7ს) - ბირთვების რაოდენობას: + 2 ბირთვი - ცოტა + 4 ბირთვი - კარგი + 8 ბირთვი - ინტენსიური პროგრამებისთვის

მეხსიერება (RAM)

  • დარწმუნდით, რომ არის DDR4 (წინა თაობების ნელია)
  • დარწმუნდით, რომ მეხსიერების გაზრდა 16 გეგაბაიტამდე შესაძლებელია
    • 4 GB - ნორმალური, კომპიუტერს გამოიყენებთ მაგრამ ასე თუ ისე გაჭირდებით. ამის გამო ლეპტოპს ნუ დაიწუნებთ მაგრამ შეძლებისთანავე გაზარდეთ
    • 8 GB - საკმარისი კომფორტული ყოველდღიური მოხმარებისთვის
    • 16 GB - პროგრამისტებისთვის, დიზაინერებისთვის, მუსიკის პროდიუსერებისთვის კომფორტული რაოდენობა. ლეპტოპის ძიებისას 8 გეგაბაიტიანებსაც აუცილებლად გადახედეთ, როგორც ზემოთ აღვნიშნე მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია და ყველა სხვა მონაცემი და ფასი თუ კარგია, საკმაოდ ჭვკიანური გზაა

დისკი

რადგანაც ssd-ის ყიდვა ძვირი არ ღირს, თუ hdd აქვს იმ ლეპტოპს, რომელსაც ყიდულობთ, მაგრამ ყველაფერი სხვა კარგია, უბრალოდ იყიდეთ და გამოცვალეთ. hdd-ით არ გამოიყენოთ კომპიუტერი.

ვიდეო ბარათი

არაინტეგრირებული ვიდეობარათი აუცილებელია ამ ტიპის პროგრამებისთვის - ძლიერი ვიდეოთამაშები - გრაფიკული და ვიდეო პროგრამები (Adobe PS, Premiere, etc)

შენიშვნა

ამ რჩევების გარკვეული ნაწილი საერთოდ არ ვრცელდება Apple კომპიუტერებზე, Apple M1-ზე კი საკმაოდ დიდი ნაწილი არ ვრცელდება, რადგან ფუნდამენტურად სხვანაირი არქიტექტურა და აქამდე არარსებული დონის ოპტიმიზაცია აქვს. თუ ფიქრობთ რომელი ოპერატიული სისტემის ლეპტოპი აირჩიოთ, შეგიძლიათ მომწეროთ და გაგიზიარებთ ჩემს პირად აზრს ამ საკითხზე. რესურსებში დაწერისგან თავს ვიკავებ, რომ ზედმეტად სუბიექტური არ გამოჩნდეს.