22f გამოცდის კითხვები
ყველა კითხვა არის 2 ქულიანი
კარელის კითხვები (1-4)
1. s2
სად არის ჩასამატებელი კოდი იმისთვის, რომ კარელმა დადოს ბურთი 5x5 სამყაროს პირველი რიგის ყველა უჯრაზე? თითოეულ ხაზზე კომენტარში მითითებულია ხაზის ნომერი
for (var i = 0; i < 4; i++) { // 1
putBall(); // 2
move(); // 3
} // 4
- 1-ლი ხაზის წინ
- მე-2 ხაზის მერე
- მე-3 ხაზის მერე
- მე-4 ხაზის მერე
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
სწორი პასუხი: 4
2. s2
კარელი იწყებს მუშაობას სტანდარტულ პოზიციაზე. რა მიმართულებით დაასრულებს კარელი მუშაობას?
for (var i = 0; i < 34; i++) {
move();
turnLeft();
}
სწორი პასუხი: 2. დასავლეთით
3. s4
კარელი არის 4x4 სამყაროს 4x1 უჯრაზე, იყურება დასავლეთით. რა იქნება კარელის მიმართულება makeUTurnRight() ფუნქციის გამოძახების შემდეგ?
function makeUTurnRight() {
turnRight();
if (frontIsClear()) {
move();
}
turnRight();
}
- კარელი დაეჯახება კედელს აღმოსავლეთით
- კარელი დაეჯახება კედელს ჩრდილოეთით
- კარელი დაასრულებს მუშაობას ჩრდილოეთით
- კარელი დაასრულებს მუშაობას აღმოსავლეთით
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
სწორი პასუხი: 4. დასავლეთით
4. s4
რომელი ფუნქცია ამოხსნის მიმატების ამოცანას? moveBalls() ფუნქციას ყველა ბურთი გადააქვს ერთი უჯრით წინ, კარელი კი ფუნქციის მერე არის იმავე უჯრაზე/მიმართულებით, რომელზეც ფუნქცია დაიწყო. მიმატების ამოცანა კარელში: მესამე უჯრაზე უნდა დავდოთ იმდენი ბურთი, რამდენიც არის პირველ და მეორე უჯრაზე (ანუ მათი ჯამი). ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს სად დაასრულებს კარელი მუშაობას.
function f1() {
moveBalls();
move();
moveBalls();
}
function f2() {
move();
moveBalls();
moveBalls();
}
function f3() {
moveBalls();
moveBalls();
move();
moveBalls();
}
function f4() {
moveBalls();
moveBalls();
move();
}
- f1
- f2
- f3
- f4
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
სწორი პასუხი: 1. f1
ხატვის კითხვები (5-7)
5. s6
გაიხსენე ამოცანა ციკლური სახაზავი. ქვემოთ მოცემულია კოდი, რომელშიც გამოტოვებულია რამდენიმე არგუმენტი, A, B და C. რომელი სიმბოლოების მაგივრად უნდა ჩავწეროთ ცვლადი a იმისთვის, რომ ფიფქები დაიწეროს ვერტიკალურად? მონიშვნისას, არ იფიქრო იმაზე, თუ რისი ჩაწერაა აუცილებელი დანარჩენ სიმბოლოებში, მხოლოდ a სად არის ჩასაწერი ის გვაინტერესებს.
var a = 0;
while (a < 400) {
text("* " + A, B, C);
a = a + 50;
}
- A
- B
- C
- B და C
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
სწორი: 3. C
6. s7
რამდენი ხაზი დაიწერება კანვასზე?
var favoriteAnimals = ["parrots", "cats", "dogs", "dolphin"];
fill(0, 0, 0);
for (var i=0; i<3; i++) {
text(favoriteAnimals[i], 200, 200+20*i);
}
სწორი პასუხი: 2. 3
7. s7
გაიხსენე სავარჯიშო ფილმის მიმოხილვა. ამ სავარჯიშოში გვაქვს ობიექტების სია movies
. სიის თითოეულ ობიექტს, კინოს, აქვს ორი ატრიბუტი: title და review. displayMovie() ფუნქციას კინოს ობიექტი გადაეწოდება და მას კანვასზე გამოაჩენს. რომელი ხაზი იძახებს ფუნქციას სწორად? ჩათვალე, რომ სიაში გვაქვს ორი ფილმი
displayMovie(movies[0]) // 1
displayMovie(movies[3])// 2
displayMovie(movies.title, movies.review)// 3
displayMovie(movies[0].title, movies[0].review // 4
- 1
- 2
- 3
- 4
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი: 1. 1
DOM კითხვები (8-10)
8. s13
რა დაიწერება კონსოლში ამ გვერდის ჩატვირთვისას? პასუხებში მძიმეები ნიშნავს ცალ-ცალკე დაწერილ ხაზებს კონსოლში
<script>
function f1() {
console.log(1)
}
function f2() {
console.log(2)
}
console.log(3)
f2()
</script>
- 1, 2, 3
- 1, 3
- 1, 2
- 2, 3
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი: 5. არცერთი
9. s14
გაიხსენე ვების სემინარები, todo list აპლიკაცია. ქვემოთ მოცემულ კოდში, ტოლობის მარჯვენა მხარეს რომელი სიმბოლოს მაგივრად უნდა ეწეროს taskText?
function createTaskElement(taskText) {
let myDiv = A
myDiv.innerText = B
myDiv.className = C
return D
}
პასუხი: 2. B
10. hw6
გაიხსენე მე-6 დავალება, კალკულატორი. თუ number1 input-ში შევიყვანთ 7-ს და number2 input-ში 8-ს, რა დაიწერება კონსოლში?
let a = document.getElementById('number1').value
let b = document.getElementById('number2').value
console.log(a + b)
- 15
- undefined (გამოსახულება არ აბრუნებს მნიშვნელობას)
- მოხდება error
- კონსოლში არაფერი დაიწერება
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი: 5. არცერთი პასუხი არ არის სწორი
ლექციები (11-20)
11. l3
რომელი ოპერაცია არის სხვებთან შედარებით უფრო ხანგრძლივი?
- არითმეტიკული ოპერაციები პროცესორში
- ბიტური ოპერაციები პროცესორში
- მეხსიერებიდან წაკითხვა
- მეხსიერებაში ჩაწერა
- დისკზე ჩაწერა
პასუხი: 5.
12 L4
რა არის რეზოლუცია?
- სურათში პიქსელების რაოდენობა
- ვიდეოში წამში frame-ების რაოდენობა
- სურათის ერთ პიქსელში ფერების რაოდენობა
- ვიდეოს კომპრესირების ეფექტურობა
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი: 1
13. L5
რომელი კომპონენტის პასუხისმგებლობაა ჩართული პროგრამისთვის მეხსიერების გამოყოფა?
- ბრაუზერის
- ram-ის
- ssd-ის
- თვითონ პროგრამაა პასუხისმგებელი
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი: 5. არცერთი
14. L9
ინტერნეტის რომელი შრის პასუხისმგებლობაა გზის პოვნა ორ მოწყობილობას შორის?
- ფიზიკური
- ბმული
- ქსელი
- ტრანსპორტი
- არცერთი
პასუხი: 3. ქსელი
15. L9
რომელი შრის პროტოკოლია wifi?
- ფიზიკური
- ბმული
- ქსელი
- ტრანსპორტი
- არცერთი
პასუხი: 1. ფიზიკური
16. L13
კურსის განმავლობაში გამოყენებული ფუნქციებიდან, რომელი არ არის ბიბლიოთეკის ფუნქციის მაგალითი?
- move
- fillLine
- circle
- textSize
- ყველა ბიბლიოთეკის მაგალითია
პასუხი: 2. fillLine
17. L13
რა ტიპის ენაა ჯავასკრიპტი?
- კომპილირებული
- ორობითი
- კომპრესირებული
- ინტერპრეტირებული
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი: 4. ინტერპრეტირებული
18. L15
SDLC-ის რომელ ეტაპზე ხდება ახალი ფუნქციების დამატება და ბაგების შესწორება?
- requirements
- დიზაინი
- deployment/release
- operation/maintenance
- ჩამოთვლილთაგან ყველა ეტაპზე
პასუხი: 4. operation
19. L16
რომელი ტიპის დაშიფვრა არის ყველაზე უსაფრთხო?
- სიმეტრიული
- ასიმეტრიული
- მარტივი
- ჩამოთვლილი ყველა თანაბრად უსაფრთხოა
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი: 2. ასიმეტრიული
20. L16
რა კავშირით მიღებულ პაკეტებზე აქვს წვდომა ISP (internet service provider)-ს?
- wifi
- ethernet cable
- mobile (3g/4g)
- ყველაზე აქვს წვდომა
- არცერთზე არ აქვს წვდომა
პასუხი: 4. ყველაზე აქვს წვდომა