22f გადაბარების კითხვები
1. s1
რომელ უჯრაზე დაასრულებს კარელი მუშაობას?
function start() {
move();
turnLeft();
move();
turnLeft();
turnLeft();
turnLeft();
move();
move();
turnRight();
move();
}
- 1x4
- 2x5
- კარელი დაეჯახება კედელს 2x1 უჯრაზე
- კარელი დაეჯახება კედელს 1x3 უჯრაზე
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
სწორი პასუხი: 1. 1x4
2. s2
რამდენ წრეს გააკეთებს კარელი? (სავარჯიშო: dizzy karel, ადგილზე დატრიალება)
for (var i = 0; i < 32; i++) {
turnLeft();
}
სწორი პასუხი: 2. 8
3. s2
რამდენ ბურთს დადებს კარელი 8x8 სამყაროში?
while(frontIsClear()) {
putBall();
move();
}
- 1
- 8
- ერორი: კარელი შეეჯახა კედელს
- ერორი: უჯრაზე ბურთი არ დევს
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
სწორი პასუხი: 5. არცერთი
4. s4
გაიხსენე სამყაროს ბურთებით შევსების ამოცანა, სპირალის პრინციპით ამოხსნა. სად დაასრულებს კარელი მუშაობას ამ ოთხი ხაზის გამოძახების შემდეგ? სამყაროს ზომა არის 8x8. UTurn ფუნქციებში კარელი ადის ერთი უჯრით ზემოთ (მიმართულებას არ იცვლის)
fillLine();
makeUTurnLeft();
fillLine();
makeUTurnRight();
- 2x1 უჯრაზე
- 3x1 უჯრაზე
- 2x8 უჯრაზე
- 3x8 უჯრაზე
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
სწორი პასუხი: 2. 3x1
ხატვის კითხვები (5-7)
5. s6
გაიხსენე ამოცანა ციკლური სახაზავი. ქვემოთ მოცემულია კოდი, რომელშიც გამოტოვებულია რამდენიმე არგუმენტი, A, B და C. რომელი სიმბოლოების მაგივრად უნდა ჩავწეროთ ცვლადი a იმისთვის, რომ ფიფქები დაიხატოს ჰორიზონტალურად, და თან თითოეულ ზოლს მიწერილი ქონდეს რიცხვი? მონიშვნისას, არ იფიქრო იმაზე, თუ რისი ჩაწერაა აუცილებელი დანარჩენ სიმბოლოებში, მხოლოდ a სად არის ჩასაწერი ის გვაინტერესებს.
var d = 0;
while (d < 400) {
text("* " + A, B, C);
d = d + 50;
}
- A და B
- B და C
- A და C
- A, B და C
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
სწორი: 1. A და B
6. s7
რამდენი ხაზი დაიწერება კანვასზე?
var favoriteAnimals = ["parrots", "cats", "dogs", "dolphin"];
fill(0, 0, 0);
for (var i=0; i<favoriteAnimals.length; i++) {
text(favoriteAnimals[i], 200, 200+20*i);
}
სწორი პასუხი: 3. 4
7. s7
გაიხსენე სავარჯიშო ფილმის მიმოხილვა. movie ობიექტს აქვს ორი ატრიბუტი, title და review. რა უნდა ჩავწეროთ A და B-ს მაგივრად, თუ გვინდა, რომ review უფრო დიდი ზომის ტექსტით დაიწეროს, ვიდრე title?
function displayMovie(movie, yStart) {
fill(84, 140, 209);
textAlign(CENTER, CENTER);
textSize(20);
text(A, 200, yStart);
fill(0, 0, 0);
textSize(13);
text(B, 151, yStart + 30);
}
- A - movie.review, B - movie.title
- A - title, B - review
- A - review, B - title
- A - movie.title, B - movie.review
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი: 1.
8. s13
რა დაიწერება კონსოლში ამ გვერდის ჩატვირთვისას? პასუხებში მძიმეები ნიშნავს ცალ-ცალკე დაწერილ ხაზებს კონსოლში. რა თქმა უნდა, მიმდევრობას მნიშვნელობა აქვს
<script>
function f1() {
console.log(1)
}
function f2() {
f1()
}
f2()
console.log(3)
</script>
- 1, 2, 3
- 1, 3
- 1, 2
- 2, 3
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი: 2. 1, 3
9. s14
რა მნიშვნელობა უნდა დავაბრუნოთ ფუნქციიდან?
function createTaskElement(taskText) {
let myDiv = document.createElement('div')
myDiv.innerText = taskText
myDiv.className = 'task-div'
}
პასუხი: 1. myDiv
10. hw6
გაიხსენე მე-6 დავალება, კალკულატორი. თუ number1 input-ში შევიყვანთ 7-ს და number2 input-ში 8-ს, რა დაიწერება კონსოლში?
function f1() {
let a = document.getElementById('number1').value
let b = document.getElementById('number2').value
let sum = a + b
}
console.log(f1())
- 15
- 78
- მოხდება error
- undefined (ფუნქცია არ აბრუნებს მნიშვნელობას)
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი: 4. undefined
11. L3
ჩამოთვლილთაგან, რომელი ფიზიკური კომპონენტისთვის არ არსებობს პროცესორის ინსტრუქცია? (ანუ პროცესორთან არ არის დაკავშირებული)
- დისკზე ჩაწერა
- დისკიდან წაკითხვა
- მეხსიერებაში ჩაწერა
- მეხსიერებიდან წაკითხვა
- ჩამოთვლილთაგან ყველა ოპერაციას აკეთებს პროცესორი
პასუხი: 5. ყველა
12. L04
რომელია ენკოდირების მაგალითი?
- zip
- jpeg
- mp4
- ყველა
- მხოლოდ jpeg და mp4
პასუხი: 4. ყველა
13. L05
ჩამოთვლილთაგან რომელ შემთხვევაში გამორთავს ოპერატიული სისტემა პროგრამას ავარიულად?
- გამოყოფილი მეხსიერების რეგიონის მიღმა ჩაწერისას
- გამოყოფილ მეხსიერებაზე მეტის მოთხოვნისას
- გამოყოფილი მეხსიერების ნაწილის გათავისუფლების მოთხოვნისას
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
- ყველა პასუხი სწორია
პასუხი: 1
14. L9
რომელი შრის პასუხისმგებლობაა ციფრული სიგნალის გადაკონვერტირება ანალოგად და პირიქით?
- ფიზიკური
- ბმული
- ქსელი
- ტრანსპორტი
- არცერთი პასუხი: 1. ფიზიკური
15. L9
რომელი შრის პროტოკოლია ip?
- ფიზიკური
- ბმული
- ქსელი
- ტრანსპორტი
- არცერთი
პასუხი: 3. ქსელი
16. L13
კურსის განმავლობაში გამოყენებული ფუნქციებიდან, რომელი არის ბიბლიოთეკის ფუნქციის მაგალითი?
- favoriteAnimals
- fillLine
- displayMovie
- getImage
- ყველა ბიბლიოთეკის მაგალითია
პასუხი: 4. getImage
17. L13
რომელი პროგრამაა პასუხისმგებელი ჯავასკრიპტის ინტერპრეტაციაზე?
- ბრაუზერი
- კომპაილერი
- კოდის ედიტორი
- java
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი: 1. ბრაუზერი
18. L15
SDLC-ის რომელ ეტაპზე ხდება მთავარი მოდულების და ფაილების არქიტექტურის ჩამოყალიბება?
- დიზაინი
- ტესტირება
- coding/implementation
- requirements
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი: 1. დიზაინი
19. L16
ასიმეტრიულ დაშიფვრაში, მიმღების რომელი გასაღებით უნდა დაშიფროს მესიჯი გამომგზავნმა?
- master key
- public key
- private key
- მხოლოდ public key და master key
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი: 2. public key
20. L16
რომელი კავშირით მიღებულ პაკეტებზე აქვთ წვდომა ქსელში ჩართულ სხვა მომხმარებლებს?
- wifi
- ethernet cable
- ორივე
- არცერთი
პასუხი: 1. wifi