22f ქვიზი 1
ამ ქვიზში ყველა კითხვა არის 2-ქულიანი
1.
გაიხსენე მესამე სემინარის სავარჯიშო Decorate The Fence. ამ ამოცანაში კარელმა უნდა დადოს წინ მდებარე ვერტიკალური კედლის გაყოლებაზე ბურთები, გარდა იმ უჯრებისა, სადაც კედელი არ არის. დავუშვათ, კარელი უკვე მივიდა კედლამდე და შეტრიალდა ჩრდილოეთით, როგორც სურათზე. ქვემოთ მოცემულ კოდში გამოტოვებულია პირობის შემოწმებები. რა ფუნქციები უნდა ეწეროს function1 და function2-ის მაგივრად, რომ კოდმა შეასრულოს ამოცანის პირობა?
function decorateFence() {
while (function1()) {
decorate();
move();
}
decorate();
}
function decorate() {
if (function2()) {
putBall();
}
}
2.
კარელი იწყებს მუშაობას სტანდარტულ პოზიციაზე, 1x1 უჯრაზე, იყურება აღმოსავლეთით. რომელ უჯრაზე დაასრულებს კარელი მუშაობას? უჯრის ნომრებში axb a არის ვერტიკალური გადაადგილება, ხოლო b-ჰორიზონტალური.
function start() {
move(); // კარელი ამ ხაზით გადადის 1x2 უჯრაზე
move();
turnAround();
turnLeft();
move();
turnLeft();
move();
move();
move()
}
- კარელი დაასრულებს მუშობას 2x1 უჯრაზე
- კარელი შეეჯახება კედელს 2x1 უჯრაზე
- კარელი დაასრულებს მუშაობას 2x2 უჯრაზე
- კარელი დაასრულებს მუშაობას 1x2 უჯრაზე
- კარელი შეეჯახება კედელს 1x2 უჯრაზე
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
3.
კარელი არის 1x1 უჯრაზე, იყურება აღმოსავლეთით (სტანდარტული პოზიცია). რომელი ხაზის შემდეგ (ანუ რომელი ხაზის ქვემოთ) არის ჩასამატებელი putBall() იმისთვის, რომ კარელმა ხაზის ყველა უჯრაზე ბურთი დადოს?
function start() { // ხაზი 1
while(frontIsClear()) { // ხაზი 2
move(); // ხაზი 3
putBall(); // ხაზი 4
} // ხაზი 5
} // ხაზი 6
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- არცერთი ხაზის შემდეგ არ არის ჩასამატებელი
4.
კარელი არის 5x5 სამყაროში, სტანდარტულ პოზიციაზე (1x1 უჯრა, აღმოსავლეთ მიმართულებით). რა უნდა ჩავწეროთ N-ის მაგივრად იმისთვის, რომ კარელი გავიდეს ხაზის ბოლომდე?
function f1() {
for(var i=0; i<N; i++) {
move();
}
}
- 3
- 4
- 5
- 6
- არცერთი პასუხი არ არის სწორი