Skip to content

ფინალური გამოცდის კითხვები

1. L02 1 ქულა

რისი მაგალითია შავი ყუთის პრინციპი?

  • აბსტრაქციის
  • რეფაქტორინგის
  • bottom-up დიზაინის
  • არცერთი პასუხი არ არის სწორი

2. L03 2 ქულა

რამდენი ბიტი არის ერთ ბაიტში?

  • 1
  • 10
  • 100
  • 1000
  • არცერთი პასუხი არ არის სწორი

3. L04 2 ქულა

რა არის რეზოლუცია?

  • სურათში პიქსელების რაოდენობა
  • ვიდეოში წამში frame-ების რაოდენობა
  • სურათის ერთ პიქსელში ფერების რაოდენობა
  • სურათის კომპრესირების დონე
  • ვიდეოს კომპრესირების ეფექტურობა
  • არცერთი პასუხი არ არის სწორი

4. L04 1 ქულა

კომპიუტერის რომელი კომპონენტი არის პასუხისმგებელი პროგრამის გაშვებისას მისი კოდის გადაადგილებაზე მეხსიერებაში?

  • ssd
  • ოპერატიული სისტემა
  • ram
  • ვიდეო ბარათი
  • firewall/antivirus
  • არცერთი პასუხი არ არის სწორი

5. L05 1 ქულა

რომელი შრის პასუხისმგებლობაა დაკარგული პაკეტების აღმოჩენა და თავიდან გაგზავნა?

  • ფიზიკური
  • ბმული
  • ქსელი
  • ტრანსპორტი
  • აპლიკაცია
  • არცერთი

6. L06 2 ქულა

ჩამოთვლილთაგან რომელ ენას არ ჭირდება კომპაილერი?

  • html
  • c
  • c++
  • java
  • არცერთს არ ჭირდება კომპაილერი
  • ყველას ჭირდება კომპაილერი

7. L07 2 ქულა

რომელია კლიენტის მაგალითი?

  • ბრაუზერი
  • ios აპლიკაცია
  • android აპლიკაცია
  • ყველა
  • არცერთი

8. L10 1 ქულა

რომელი პროტოკოლის ნაწილია request/response სექმა? - [x] http - [ ] html - [ ] uri - [ ] ყველა - [ ] არცერთი

9. L10 1 ქულა

რისი ენკოდირებაა json?

  • ობიექტის
  • ბმულის
  • სურათის
  • ვიდეოს
  • არცერთის

10. L12 1 ქულა

რომელი on-premise კომპონენტის ჩანაცვლებაა შესაძლებელი cloud სერვისით?

  • ფიზიკური სერვერის
  • network
  • აპლიკაციების scaling
  • ყველა
  • არცერთი

11. L05 2 ქულა

რომელია ქსელის შრის პროტოკოლი? - [x] ip - [ ] http - [ ] uri - [ ] wifi - [ ] ყველა - [ ] არცერთი

12. S01 2 ქულა

რომელი სიმბოლოებით შემოიფარგლება კოდის ბლოკი?

  • {}
  • []
  • ()
  • \<>
  • არცერთი
  • ყველა

13. S02 2 ქულა

კარელი დგას 3x3 სამყაროში, 1x1 უჯრაზე, იყურება აღმოსავლეთით (ანუ ყველა სავარჯიშოს რა პოზიციიდანაც ვიწყებდით). სად დაასრულებს მუშაობას მოცემული კოდის შესრულების შემდეგ? კოორდინატები მოცემულია ისევე როგორც სემინარებზე, axb ფორმატით, სადაც a არის სვეტი (ვერტიკალურად) და b რიგი (ჰორიზონტალურად)

function start() {
    move(); // ამ ბრძანების მერე კარელი იქნება 1x2 უჯრაზე.
    move();
    turnLeft();
    move();
    turnLeft();
    turnLeft();
    move();
}

  • კარელი შეეჯახება კედელს 2x3 უჯრაზე
  • კარელი შეეჯახება კედელს 1x3 უჯრაზე
  • კარელი დაასრულებს მუშაობას 2x2 უჯრაზე
  • კარელი დაასრულებს მუშაობას 2x3 უჯრაზე
  • კარელი დაასრულებს მუშაობას 1x3 უჯრაზე
  • კარელი დაასრულებს მუშაობას 1x2 უჯრაზე
  • არცერთი პასუხი არ არის სწორი

14. S03 2 ქულა

სად არის ჩასამატებელი კოდი იმისთვის, რომ კარელმა დადოს ბურთი 5x5 სამყაროს პირველი რიგის ყველა უჯრაზე? კარელი იწყებს მუშაობას სტანდარტულ პოზიციაზე (1x1 აღმოსავლეთით). თითოეულ ხაზზე კომენტარში მითითებულია ხაზის ნომერი

function start() {
    for (var i = 0; i < 4; i++) { // 1
            putBall(); //  2
            move(); //  3
    } // 4
}

  • 1-ლი ხაზის წინ
  • 1-ლი ხაზის მერე
  • მე-2 ხაზის მერე
  • მე-3 ხაზის მერე
  • მე-4 ხაზის მერე
  • არცერთი პასუხი არ არის სწორი

15. S06 1 ქულა

როგორ გამოჩნდება კანვასზე ელემენტები ამ კოდის გაშვების შემდეგ?

var favoriteAnimals = ["parrots", "cats", "dogs", "dolphin"];

fill(0, 0, 0);
for (var i=0; i<favoriteAnimals.length; i++) {
    text(favoriteAnimals[i], 200, 200+20*i);
}
  • ჰორიზონტალურად
  • ვერტიკალურად
  • დიაგონალურად
  • არცერთი პასუხი არ არის სწორი

16. 2 ქულა

ჩამოთვლილთაგან რომელია ობიექტის ატრიბუტი ქვემოთ მოცემულ კოდში?

function createTask(n, userText) {
    let task = {
        id: n,
        text: userText
    }
    return task
}
  • task
  • return
  • function
  • createTask
  • text
  • ყველა
  • არცერთი

17. S09 2 ქულა

რომელ ხაზზე არის დაშვებული შეცდომა? (გამორჩენილია კოდის ნაწილი) კომენტარში წერია ხაზის ნომერი

function createTaskElem() { // 1
    let taskDiv = document.createElement('div') // 2
    taskDiv.innerHTML = taskText // 3
    return taskDiv // 4
}

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • არცერთი
  • რამდენიმე ხაზზე არის გამორჩენილი

18. 1 ქულა

ჩამოთვლილთაგან რომელია DOM-ის გლობალური ცვლადი?

  • document
  • window
  • text()
  • function
  • არცერთი
  • ყველა
  • რამდენიმე

19. 1 ქულა

რომელი ობიექტის ფუნქციაა createElement?

  • window
  • document
  • function
  • ნებისმიერი ჯავასკრიპტ ობიექტის
  • არცერთი პასუხი არ არის სწორი

20. 1 ქულა

ჩამოთვლილთაგან რომელი ფუნქცია აბრუნებს სიას? - [ ] document.getElementById - [x] document.getElementsByClassname - [ ] document.querySelector - [ ] რამდენიმე - [ ] ყველა - [ ] არცერთი