პირველი ქვიზის კითხვები
1. 1 ქულა
რა ზომის სამყაროში იმუშავებს მოცემული კოდის ფრაგმენტი ერორის გარეშე? საწყისი პოზიცია: პირველი უჯრა, აღმოსავლეთით. იგულისხმეთ, რომ საზღვრების გარდა სამყაროში არ არის სხვა კედელი.
for(var i = 0; i < 7; i++){
move();
putBall();
}
- ნებისმიერი ზომის სამყაროში იმუშავებს
- 6 უჯრა ან მეტი
- 7 უჯრა ან მეტი
- 8 უჯრა ან მეტი
- ნებისმიერი ზომის სამყაროში იქნება ერორი
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
2. 2 ქულა
აქედან რომელი ბრძანებაა ისეთი, რომელიც შეგვიძლია ჩავწეროთ if-ში, მაგრამ არა while-ში?
- frontIsClear()
- ballsPresent()
- rightIsClear()
- ყველა
- არცერთი
3. 1 ქულა
სად დაასრულებს მუშაობას კარელი? საწყისი პოზიცია: პირველი უჯრა, აღმოსავლეთით. სამყაროს ზომა არის 5x5. იგულისხმეთ, რომ საზღვრების გარდა სამყაროში არ არის სხვა კედელი. პოზიციები მოცემულია სტანდარტული კოორდინატებით, ჯერ ვერტიკალური შემდეგ ჰორიზონტალური (1x2 ნიშნავს კარელის წინა უჯრა, 2x1 ნიშნავს კარელის ზედა უჯრა და ა.შ.)
function start() {
turnLeft();
move();
turnLeft();
turnLeft();
move();
turnLeft();
move();
}
- 2x1
- კარელი დაეჯახება კედელს 1x1 უჯრაზე, სამხრეთით
- კარელი დაეჯახება კედელს 1x1 უჯრაზე, დასავლეთით
- 2x2
- 1x1
- კარელი დაეჯახება კედელს 2x1 უჯრაზე, დასავლეთით
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
4. 2 ქულა
ქვემოთ მოცემულ სამყაროში რა მოხდება f1 ფუნქციის გამოძახებისას? moveToWall ფუნქცია იგულისმება რომ არსებობს და მისი გამოძახებისას კარელი მიდის კედლამდე.
function f1() {
for (var i=0; i < 4; i++) {
moveToWall();
turnLeft();
f2();
}
}
function f2() {
for (var i=0; i<8; i++) {
putBall();
}
}
- კარელი დადებს 8 ბურთს ოთხივე კუთხეში
- კარელი დადებს 8 ბურთს სამ კუთხეში
- კარელი დადებს 32 ბურთს ოთხივე კუთხეში
- კარელი დადებს 32 ბურთს სამ კუთხეში
- კარელი შეეჯახება კედელს
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
- კარელი გაიჭედება უსასრულო ციკლში
5. 1 ქულა
კარელი არის 1x1 უჯრაზე, აღმოსავლეთ მიმართულებით. რა იქნება კარელის მიმართულება ამ კოდის შესრულების შემდეგ?
for (var i = 0; i < 4; i++) {
for (var i = 0; i < 8; i++) {
turnLeft();
}
}
- კარელი დაეჯახება კედელს
- აღმოსავლეთით
- დასავლეთით
- ჩრდილოეთით
- სამხრეთით
- არცერთი პასუხი არ არის სწორი
6. 2 ქულა
კარელი არის 5x5 სამყაროში პირველ უჯრაზე, აღმოსავლეთით. 1x1 და 1x3 უჯრებზე დევს ბურთები. რა მოხდება ქვემოთ მოცემული კოდის გაშვების შემდეგ?
while (frontIsClear()) {
takeBall();
move();
move();
}
- მოხდება error ბოლო უჯრაზე ბურთის აღებისას
- კარელი აიღებს ორივე ბურთს
- კარელი აიღებს მხოლოდ ერთ ბურთს 1x1 უჯრიდან
- კარელი აიღებს მხოლოდ ერთ ბურთს 1x3 უჯრიდან
- მოხდება error, რადგან ბოლო უჯრაზე კარელი შეეცდება ბურთის აღებას
- მოხდება error, რადგან ბოლო უჯრაზე კარელი დაეჯახება კედელს
- არცერთი პასუხი არ არის სწორი